| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-10/3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაგდა ყანჩაველი) დამსწრე საზოგადოებას პროექტი - „ქუთაისის საუკუნოვანი ოჯახები“ წარუდგინეს.
პროექტმა ქალაქის მერიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებულ ელექტრონული ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის წარდგენას წინ უძღვოდა მე-6/2 კლასის მოსწავლეთა შესრულებული სიმღერა ქუთაისზე, რომლის ავტორები ნანული ბერაძე და ნელი დარსაველიძე არიან.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და კულტურის აიპის ხელმღვანელი ვაჟა ჯუღელი, მაყვალა ქობულაძე, ქალაქის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი და ქუთაისში მცხოვრები იმ საუკუნოვანი ოჯახების წარმომადგენლები, რომელთა ისტორიებსაც აღნიშნული პროექტი მოგვითხრობს.
პროექტის ხელმძღვანელი ლალი მიქაძეა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი