სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„21-ეს თაობის ინტელექტის ხარ საზომი“ - ვალის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლიანა სარიშვილმა „ეტალონს“ ლექსი მიუძღვნა
13-03-2019
-
+


ვალის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიანა სარიშვილმა საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ ლექსი მიუძღვნა. 

სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეთა მონდომებით შთაგონებულმა ლიანა სარიშვილმა საგანმანათლებლო პროექტს ლექსი მიუძღვნა. 

გთავაზობთ პედაგოგის ლექსს:

                          ,,ისმინე,  სწავლის  მძებნელო!“

                                                         ეძღვნება ,,ეტალონს“ - ყველაზე ინტელექტუალურ პროექტს!    

წუთისოფელი  ასეა,

დღეს ღამე უთენებია,

„არ გათნევთ“ - ცოდნის  ტაძარი 

ეტალონს უშენებია.


სინათლის ეტალონი ხარ,

შენია წარმატებები,

,,ისმინე, სწავლის  მძებნელო!“

განთიადს მიეგებები!..


,,იზრუნე. ჯი“-ზე  დავტესტეთ,

მშობლებიცა ვართ ჩართულნი,

ვვარჯიშობთ, ცოდნას  ვიღრმავებთ-

ინგლისურშიც და ქართულშიც...


თვალუწვდენელი სამყარო:

ზოგან ვარსკვლავთა პლეადა,

ზოგან ეუთოს სამიტი,

ზოგან კი -ოლიმპიადა!


ზოგან  ფესტივალს აწყობენ,

ზოგან ცეცხლი და ომია...

ზოგან  არცოდნაც  ცოდვაა,

ჩვენთან კი - ,,ეტალონია!“


21-ეს თაობის   

ინტელექტის ხარ საზომი,

,,ჰა-ბურთი,  ჰა- მოედანი“,

უკვე  ჩაირთო წამზომი!


 ..ისმინე,  სწავლის მძებნელო“,

გეტყვი ჭეშმარიტებასა,

ეტალონელებს მიბაძე,

თუ  ეძებ წარმატებასა!


გასწავლის ანბანს ცხოვრების,

გამარჯვების და ბრძოლისა,

ჩანს ცოდნის ოკეანეში

ხომალდი  ,,ეტალონისა“!


წუთისოფელი  ასეა,

დღეს ღამე უთენებია,

,,არ გათნევთ“-  ცოდნის  ტაძარი 

ეტალონს  უშენებია.

                                 ლიანა  სარიშვილი, ვალის N 2 საჯარო  სკოლა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება