სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს
11-03-2019
-
+


ვალის N2 საჯარო სკოლის მე-7 და მე-6 კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა გოზალიშვილმა პროექტი - „მოსწავლე-მასწავლებელი“ განახორციელა.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილები ჩაატარეს.

„ხშირად გაგვიგონია ასეთი გამოთქმა, რომ მასწავლებლები არ ხდებიან, მასწავლებლებად იბადებიანო, მაგრამ, ვფიქრობ, თუ მოზარდში ამ პროფესიისადმი სიყვარულს ჩანერგავ, არა მგონია, სიკეთის ნერგმა არ იხაროს. თაობები მოდიან და მიდიან, მასწავლებელი ყველას სჭირდება ყველა დროში. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეებისთვისაც ამ პროფესიის სიყვარული მესწავლებინა.

ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც მე-7 და მე-6 კლასებში განვახორციელე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ეხმიანება. ექსპერიმენტული კვირეული სახალისო აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის. მათ რიგრიგობით მოირგეს  მასწავლებლის როლი და დიდი ხალისითა და სიყვარულით ჩაატარეს გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საოცარი იყო ის ენერგია, მონდომება და რაც მთავარია, ცოდნა, რომელიც მათ გამოავლინეს ერთი კვირის განმავლობაში. მათ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, ჯგუფურ სამუშაოებს ენაცვლებოდა ინდივიდიულური, აქტივობების კორიანტელი იყო გაკვეთილებზე, კრეატიული მიდგომა საკითხისადმი მათ შემოქმედებით ნიჭზე მეტყველებს, მათ მოირგეს როგორც ჟურნალისტის როლი, ასევე პოეტის როლიც, საინტერესო იყო ლადო ასათიანისა და მოსწავლის ინტერვიუ. 

ჩემო პატარა მასწავლებლებო, მეამაყებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ საუკეთესო მომავალი მასწავლებლები ხართ“,-აღნიშნავს ნანა გოზალიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება