სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიმარჯვე და წადი „ნასაში“ - კონკურსი მოსწავლეებისთვის
17-12-2018
-
+


სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ცხადდება.

კონკურსს აცხადებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და მისი მიზანია ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 3 საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებში. 

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება NASA-ში (აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში.

პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 2 000 წლის 2 აპრილიდან - 2006 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა 2, ხოლო მაქსიმალური - 5.

მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტის მონაწილე ყველა ნახევარფინალისტი გუნდი მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და ბიზნესთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში. 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

პირველი ეტაპი: პროგრამის გამოცხადება და ნახევარფინალისტების შერჩევა

- 20 დეკემბერი, 2018 - აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა;

- 22 დეკემბერი, 2018 – 15 იანვარი, 2019 - აპლიკაციების შეფასება შესარჩევი კომისიის მიერ, ნახევარფინალისტი გუნდების შერჩევა;

- 16 იანვარი, 2019 - ნახევარფინალისტი გუნდების გამოცხადება.

მეორე ეტაპი: ნახევარფინალი და ფინალისტი გუნდების შერჩევა

- 30-31 იანვარი, 2019 - ინტერვიუ ნახევარფინალისტ გუნდებთან. ინტერვიუს ჩაატარებენ შესარჩევი კომისიის წევრები;

- 1 თებერვალი, 2019 -  ფინალისტი გუნდების გამოცხადება.

მესამე ეტაპი: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი

- 20 მარტი, 2019 - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი თბილისში. ფინალისტი გუნდები კონკურსზე წარმოადგენენ დასრულებულ ნაშრომებს (პროექტებს); 

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან პრიზებით, ხოლო, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის მაისში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი უზრუნველყოფს აშშ-ში გუნდის გამგზავრებასთან დაკავშირებულ ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას (ფონდი არ იღებს პასუხისმგებლობას გუნდების წევრების მიერ აშშ-ის ვიზის მიღების შესახებ).   

მეოთხე ეტაპი:  საქართველოს გუნდი მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში, აშშ-ში

- მაისი, 2019 -  პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში.

მეხუთე ეტაპი:  ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

- ივნისი - სექტემბერი, 2019 - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების მოტივაციის და ინტერესის ამაღლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართულებებში.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული გუნდის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

· არის თუ არა პროექტი ინოვაციური

· არის თუ არა აქტუალური ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება წარმოდგენილი პროექტი

· არის თუ არა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზა რელევანტური

იხილეთ აპლიკაცია ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებული, სტუ-ში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე იყო დასაქმებული

რა შემთხვევაში გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხს 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი

ცნობილია, როგორ შეიცვალა 180 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის აგებულების პრინციპი

რა შემთხვევაში არ არის ვალდებული მოსწავლე ფორმა ატაროს 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება