სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში - „ჩვენ ხომ ძმები ვართ საუკუნოდ თანატოლები“ მონაწილეობდნენ
17-12-2018
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ საღამოში - „ჩვენ ხომ ძმები ვართ საუკუნოდ თანატოლები“ მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების ორგანიზებით ჩატარდა.

წყალთბილის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები დამხმარე მასწავლებლების ხელმძღვანელობით, დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ღონისძიებისთვის მზადებას.

„ბავშვები სიხარულით გაემგზავრნენ შეხვედრაზე, ეს სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა სკოლის დირექტორის სედა ნახაპეტიანის წამოსვლამ. მოსწავლეებმა ქართული და სომხური პროექტის გულისთქმა მსმენელთან მიიტანეს და უგალობეს საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ მიმავალი ერების მეგობრობას. ვფიქრობ, ამ საღამოზე  მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებს ცხოვრებაში გაჰყვებათ სამეგობრო „გზად და ხიდად“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ახალციხის კულტურის განყოფილების უფროსი, საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება