სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

ამბობენ, რომ ქალები ხედავენ ხეებს, ხოლო კაცები ტყეს - აქვს თუ არა სქესი პროფესიას
26-01-2017
-
+


საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, არსებობს ,,ქალური“ და ,,კაცური“ პროფესიები. 

მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად, ქალურ და კაცურ პროფესიებად დაყოფას ორივე სქესის ბიოლოგიური, ინტელექტის, ფსიქიკის თავისებურებები განაპირობებს, არის სუბიექტურ ფაქტორთა მთელი წყება, რომელიც უფრო კულტუროლოგიის სფეროს  წარმოადგენს. 
  
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად „ქალურ“ და „კაცურ“ პროფესიებად დაყოფას მკაფიოდ განსაზღვრული გენდერული შეფერილობა გააჩნია. საკითხს განსაზღვრავს ის  მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას პირობითად გააჩნია მამაკაცის ან ქალის მიმართ და ამ შემთხვევაში ეს ვექტორი არ არის გენდერულად ნეიტრალური, ანუ - შეიძლება ითქვას - ქალების მიმართ ბევრად  უფრო მკაცრია.  
 
სწორედ ამ მოლოდინებისა და სუბიექტური შეხედულებების შედეგია ის სტერეოტიპები, რომლებიც ორივე სქესისთვის ,,მიზანშეწონილ“ და ,,შეუფერებელ“ პროფესიებს  „აწესებს“. ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტი ემა კამკია ამასთან დაკავშირებით ამბობს: ,,არსებობს იმდენად არა „ქალური“ და „კაცური“, რამდენადაც - საზოგადოების შეხედულებით „მეტადსასურველი“ და „ნაკლებადსასურველი“ პროფესიები  ქალისთვის.  

მაგალითად, კარგია ქალი-მასწავლებელი, რადგან შეუძლია, შუადღის შემდეგ დრო ოჯახს, შვილებს დაუთმოს;  კარგია ქალი-პედიატრი, ქალი-თერაპევტი, მაგრამ არც ისე სასურველია ქალი, მაგალითად, - ქირურგი. ანუ, თუ არ გვეყო ძალა, გავექცეთ სტერეოტიპებს, ძალიან ვიწროვდება იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელიც ქალისათვის შესაფერისად მიაჩნია საზოგადოებას.  

ალბათ, ბევრი დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ის პროფესიებში, სადაც მეყსეული გადაწყვეტილებაა მისაღები, უფრო მამაკაცურია, თუმცა ამის საპირისპიროდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალები ხშირად უფრო ამართლებენ იქ, სადაც კარგად გააზრებული და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების ხანა დგება...    

კიდევ   -  ამბობენ, რომ ქალები ხედავენ ხეებს, ხოლო კაცები ტყეს. კაცებს ძალუძთ ჩასწვდნენ მოვლენათა არსს  - მთლიანობაში, ქალები უკეთ აღიქვამენ და აანალიზებენ დეტალებს...
 
არსებობს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც მომავალში განსაზღვრავს პროფესიის არჩევას – ბიჭები ტექნიკურ საკითხებში უფრო ძლიერები არიან, გოგონები კი – ჰუმანიტარულში. 

თუმცა ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კიური ქალი იყო, ხოლო ენათმეცნიერი აკაკი შანიძე – მამაკაცი.   

ფსიქოლოგიური კუთხით შეზღუდვა არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურია.
 
ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე ქალურ და მამაკაცურ პროფესიებზე:   

,,ასეთი დაყოფა არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ ეს დაყოფა უფრო სტერეოტიპების გამო ხდება. ქალსაც და მამაკაცსაც უნდა ჰქონდეს არჩევანი. თუ ქალს უნდა და შეუძლია, იმუშაოს მამაკაცურ სფეროში, დაე იმუშაოს! მაგრამ არის ზოგი რამ, რაც ქალს არ გამოსდის, თუნდაც ფიზიკური მონაცემების გამო. თუმცა, ქალი-მფრინავიც არის და ქალი-ტრაქტორისტიც, ქალი-პასტორიც და ქალი-კულტურისტიც...  ასევე, თითქოსდა ქალურ სფეროში - კულინარია, სტილისტობა თუ კერვა-დიზაინი - მამაკაცებიც არანაკლები ოსტატები არიან.  სამედიცინო და ფსიქოლოგიური კუთხით ბარიერი არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.“
 
რაც შეეხება ქალისა და კაცის ბიოლოგიურ განსხვავებას, ალბათ, ბევრი დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ იმ პროფესიებში, სადაც მეტი ფიზიკური გამძლეობაა საჭირო, ქალი ზოგჯერ „ვერ ქაჩავს“.   

ძნელი წარმოსადგენია ქალი – მტვირთავი (თუმცა არის ქვეყნები, სადაც ეს ქალის ,,ტვირთია“ და თავზე უზარმაზარსინშემოდგმული მამრი არავის უხილავს), მეშახტე, მყვინთავი და ასე შემდეგ.
 
მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ პროფესია, სამსახური მოაზრებულია, როგორც ოჯახის დამატებითი შემოსავლის წყარო და არა როგორც პიროვნული და პროფესიული რეალიზაციის შესაძლებლობა.   

ამიტომაც, მსახიობის კარიერაზე მეოცნებე  ბევრი გოგონა მასწავლებელი ხდება, ბანკის მოლარე ოპერატორ ქალბატონს კი თავისი აუხდენელი ოცნება -  შორეულ ქვეყნებში გეოგრაფიული ექსპედიციები ესიზმრება...  

საინტერესოა, რამდენად მართებულად მიაჩნიათ ახალგაზრდებს პროფესიების დაყოფა ,,ქალურად“ და  ,,კაცურად“. 

ნანა რევია, 25 წლის, სტუდენტი:  

,,ჩემი აზრით, მართებულია პროფესიების დაყოფა. მაგალითად, მე არსად მინახავს ბაღში კაცი აღმზრდელი. კაცი იქ უფრო ძლიერია, სადაც ფიზიკური ძალაა საჭირო.“

დიმიტრი გოცირიძე, 25 წლის, სტუდენტი:

,,პროფესიების დაყოფა ქალურად და კაცურად ადრეული პერიოდიდან მომდინარეობს. ეს გულისხმობს, რომ არსებობს პროფესიები, სადაც კაცს უფრო მეტი პრივილეგია აქვს და ასევე პირიქით, მაგალითად ქალმა შეიძლება მართოს მანქანა, მაგრამ არა ისეთნაირად, როგორც კაცმა.ქალს პრივილეგია გააჩნია ისეთ პროფესიებში, სადაც საჭიროა პასუხისმგებლობა, ნებისყოფა და ასე შემდეგ. დაყოფა ეფუძნება ზოგად პრაქტიკულ გამოცდილებას და არა კონკრეტულს“. 
პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არა მხოლოდ საქართველოში არსებობს. 

მაგალითად, გერმანელებს აქვთ გამოთქმა, რომელიც ქალის ადგილს განსაზღვრავდა – ,,ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო“ (kinder, küche, kirche).   

თუმცა, გერმანიამ დაძლია ეს სტერეოტიპი...  

იმედია, რომ ჩვენში დამკვიდრებული ფრაზაც - ,,ქალის ადგილი სამზარეულოშია“ საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. 

ავტორი: თამარ შამათავა

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

13 საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა საქმიანობის პრეზენტაციები წარადგინეს

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რა უფლებები ენიჭებათ ენიჭება სკოლებსა და სამინისტროს

„სამი წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულნი, რეაბილიტაციაზე წერილი გუშინ მივიღეთ“-მშობლების პროტესტს N157 სკოლის დირექტორი პასუხობს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება