სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციები ჩატარდება
15-11-2018
-
+


ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ან მასწავლებლობის მსურველებისთვის ვებინარი-ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია 20 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე.

ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციაზე განხილული იქნება თემა "სკაფოლდინგი: მისი როლი და სტრატეგიები პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას“.  

მასწავლებელთა სახლის ცნობით, ვებინარებს ციკლური ხასიათი ექნება და ჩატარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.  

დარეგისტრირებულ მსმენელებს გაეგზავნებათ ვებინარის ბმული და ჩართვის ინსტრუქცია. 
 
ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვებაიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინგლისურის სპეციალისტი ნონა პოპიაშვილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტი რობ დენინი.   

"პრეზენტაციაზე განხილული იქნება ზოგადად სკაფოლდინგის არსი და მნიშვნელობა ენის სწავლების პროცესში; ასევე, მიმოვიხილავთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს და ვიმსჯელებთ მასწავლებლის როლზე პროექტებით სწავლებისას. ვებინარი იქნება ინტერაქტიული, მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება",-ნათქვამია მასწავლებელთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება