სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პატრიარქი გორში მოკლული მცირეწლოვანი გოგონას მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
28-10-2018
-
+


საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გორში მოკლული მცირეწლოვანი გოგონას მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს:


„ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.


ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.


მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.


ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული“, - წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.


შეგახსენებთ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.


8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.


გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს - ახალი მოთხოვნები ცნობილია

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება