სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების დეტალები - ზვიად ქორიძის ბრიფინგი
28-10-2018
-
+


შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, გორში, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების დეტალები განმარტა.

როგორც მან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო.

„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას გორში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობ ბერიაშვილების ოჯახს.

ეს განცხადება განპირობებულია იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რომელიც ახლავს გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს. ამ ინფორმაციას ჩვენ რამდენიმე საათის წინ ან გუშინაც მოგაწვდიდით, მაგრამ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით კომენტარისგან, ვიდრე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ადამიანს არ წარედგინა ბრალი.

გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ი.ნ.-ს საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში.

ნებიერიძე სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

ი.ნ.-ს საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე.კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: ი.ნ.​-ს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007) გამოძიების ეტაპზე ი.ნ. ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ი.ნ.​-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო“, – აღნიშნა  ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს - ახალი მოთხოვნები ცნობილია

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება