სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბერძნეთში საპილოტე რეჟიმში მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ენის შესწავლის საშუალება აქვთ
26-10-2018
-
+


საბერძნეთში ბოლო წლებში მოზარდთა სკოლაში რეგისტრაცია გამარტივდა, მიუხედავად ცხოვრების უფლების არ ქონისა, საბერძნეთის სკოლებში ნებისმიერ პირს შეუძლია განათლების მიღება, რაც ოჯახების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საბერძნეთში საპილოტე რეჟიმში მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ენის შესწავლის საშუალება აქვთ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოს საელჩო დამატებითი კლასების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საბერძნეთში საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად ათენში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველ ემიგრანტებს ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და ის საკითხები განიხილა, რომელთა მოგვარებაშიც შესაძლოა სახალხო დამცველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს.

საბერძნეთში ქართველებისთვის ძირითად პრობლემას ლეგალურად ცხოვრების საკითხი წარმოადგენს. არაოფიციალური მონაცემებით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქიდან ლეგალურად ქვეყანაში მხოლოდ 20 ათასამდე ცხოვრობს. ხშირია დაკავების და დეპორტაციის შემთხვევები; არალეგალურად მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ დამსაქმებლებთანაც, შრომითი ხელშეკრულებების არ ქონის გამო არის შემთხვევები როდესაც არ უხდიან ხელფასებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება