სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018-2019 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასწავლო გრანტისთვის 300 ათას ლარამდეა გამოყოფილი
26-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2018-2019 სასწავლო წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასწავლო გრანტის სახით 285 000 ლარია გამოყოფილი.

მინისტრის ბრძანებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარია.

რაც შეეხება, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობას, ის 45 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს:

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ისე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2018 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაგისტრატურის დაფინანსების მოპოვება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ იგი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

შემოქმედებითი გუნდის წევრები არიან - ანამარია გვარჯალაძე, ელენე ფუტკარაძე, ანანო ვაშაყმაძე, ნინი ვაშაყმაძე, თეკლა ძნელაძე და მარიამ გოგუაძე

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება