| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა კაცია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, დაკავებულია მუშა, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს დიდი დღესასწაული მოუწყვეს
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას