სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

300-ზე მეტი ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს დაუბრუნდება
24-10-2018
-
+


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე - „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას,  რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისათვის მათი წარდგენა ეროვნული არქივის კინოთეატრში.

ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება.

პროექტის მიზანია ქართული ანიმაციის დაცვისათვის მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა და დიდ ეკრანზე ჩვენებით პოპულარიზაციის გაზრდა.

ეროვნული არქივის ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“ და „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვ.

მულტიპლიკაციური ფილმების პირველი ჩვენება მომდევნო თვეში ეროვნული არქივის კინოთეატრში მოეწყობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება