სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნება
23-10-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლია გიგაურს კომპეტენცია არა მხოლოდ განათლების საკითხებში აქვს, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებაც გააჩნია.

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ლია გიგაური თავისი საქმის მაღალი პროფესიონალია. მას და ჩვენ ერთობლივად მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ლია გიგაური არაერთ კომისიაში იყო ჩართული, რასაც ჩვენი აპარატი ხელმძღვანელობდა ან რომელშიც მონაწილეობდა, მათ შორის, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის კომისიის ფარგლებში. ამიტომ, მას კომპეტენცია არა მხოლოდ განათლების საკითხებში აქვს, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვს. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილებაც და მისი პროფესიონალიზმი სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას აუცილებლად წაადგება. ამ მიმართულებაზე კონცენტრირებულად იმუშავებს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად რელევანტურად მიაჩნია ქეთევან ციხელაშვილს ლია გიგაურის მის მოადგილედ დანიშვნა, იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა გრიფირების საკითხზე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს იკვლევს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

„რა თქმა უნდა, ყველა სტრუქტურა თავის საქმიანობას განახორციელებს. სადაც კითხვები არსებობს, ამაზე არ შეიძლება ორი აზრი იყოს. რამდენადაც ვიცი, გრიფირების საკითხზე გარკვეული შეკითხვები იყო. ყოველ შემთხვევაში, ვიცი ამას შემხვედრი სასამართლო სარჩელიც აქვს. სამართლებრივ სივრცეში საკითხები აუცილებლად მოკვლეული უნდა იყო, მაგრამ აქ ვერანაირ ბრალზე საუბარი ვერ იქნება და წინასწარ ეჭვების და გარკვეული მოსაზრებების საფუძველზე ადამიანების დისკრიმინირება არ შეიძლება. ყველა სტრუქტურა ყოველთვის, როდესაც კითხვები არსებობს, ამ საქმიანობას უნდა ასრულებდეს. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ეს ალბათ გაგრძელდება და ამ კითხვებსაც პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლია გიგაური 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი აღნიშნული სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური, მენეჯერული და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

სწავლობდა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე. ასპირანტურა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტში გაიარა. არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება