სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტროს პასუხი პედაგოგებს - რატომ იგვიანებს სახელმძღვანელოების მიწოდება და რატომ იღებენ იმ წიგნებს, რომელიც მათ არ აურჩევიათ
23-10-2018
-
+


I-VI კლასების ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს პედაგოგებისა და ექსპერტების ნაწილი კვლავ აქტიურად აკრიტიკებს. როგორც აღმოჩნდა წიგნების შინაარსთან ერთად, პრობლემას სახელმძღვანელოების მიწოდებაც წარმოადგენს.

etaloni.ge -ს არაერთმა უკმაყოფილო მასწავლებელმა მიმართა. მათი თქმით, ხშირად სკოლებში იმისგან განსხვავებული ავტორის სახელმძღვანელოები მიაქვთ, რასაც მასწავლებლები უკვეთავენ, ასევე არის წიგნების დაგვიანებით მიტანის შემთხვევები...

“რაც შევარჩიეთ არცერთი სახელმძღვანელო არ მოვიდა. რაც თვითონ სურდათ ის გამოგზავნეს, ქართული, მათემატიკა, ბუნება და ინგლისური მოვიდა. ოქტომბერი იწურება და ხელოვნება და მუსიკა პირველ კლასში ჯერ კიდევ არ მოსულა”, - გვწერს ერთ-ერთი პედაგოგი.

აღნიშნული ხარვეზების მიზეზების გარკვევას etaloni.ge განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის შესაბამის სამსახურთან შეეცადა. ჩვენს კითხვაზე, რატომ ხდება რომ სკოლები ამ დრომდე ელოდებიან გარკვეული სახელმძღვანელოების მიღებას და როდის დასრულდება სრულად სკოლების ახალი წიგნებით მომარაგება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ სახელმძღვანელოების პირველი ნაწილით მიწოდება ყველა საჯარო სკოლაში უკვე უზრუნველყოფილია. სახელმძღვანელოების მიწოდების დამატებითი საჭიროება კი მაშინ ხდება, როცა მოსწავლე მობილობით გადადის სხვა სკოლაში.

„ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოების პირველი ნაწილით. პერიოდულად, საჭიროების დადგომისთანავე ხდება დამატებითი სახელმძღვანელოების კომპლექტების მიწოდება. ეს საჭიროება კი დგება მოსწავლეთა მობილობის შემთხვევაში.

რაც შეეხება მეორე და მესამე ნაწილებს, მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს და დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ანუ წლის ბოლომდე“,- განაცხადეს უწყებაში.

რაც შეხება სკოლებში მასწავლებელთა არჩეული სახელმძღვანელოებისგან განსხვავებული წიგნების მიტანას, სააგენტოში განმარტეს, რომ ისინი სკოლებს წიგნებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ბაზების მიხედვით უგზავნიან.

ხოლო პირველი კლასის მუსიკისა და ხელოვნების წიგნებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განმარტება შემდეგია:

„მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის ბრძანება N575 საფუძველზე გამოცხადდა გრიფირება დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებზე და განისაზღვრა მისი პირობები. ამ ბრძანების თანახმად, განისაზღვრა შესარჩევი ერთეულები სახელმძღვანელოების სერიებისთვის. ბრძანების მიხედვით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის  სახელმძღვანელოების კომპლექტების შემადგენლობა პირველი მეორე კლასისთვის ითვალისწინებს ელექტრონულ რესურს მასწავლებლის წიგნისთვის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება