სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მცხეთაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
22-10-2018
-
+


მცხეთაში „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრი „პეგასი“ აშენდება.

აღნიშნულის შესახებ დღეს მცხეთაში პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

ფონდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომლის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრის შექმნა, სადაც ბენეფიციარები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.

ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან, დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებისაგან, რაც საშუალებას მისცემს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, შეექმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე, ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.

სარეაბილიტაციო ცენტრი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, ქვეყნის მასშტაბით, 230 ბენეფიციარს სრულიად უფასოდ მოემსახურება.

პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება