სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სტუდენტები საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად
22-10-2018
-
+


2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა. საქართველო სწავლის გასაგრძელებლად ყველაზე მიმზიდველი ინდოეთის, ნიგერიისა და ერაყის ქვეყნების სტუდენტებისთვისაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში, უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტთა რიცხვი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოში 3 420 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა; 2014-2015 სასწავლო წელს - 4 780; 2015-2016 სასწავლო წელს - 6 643; 2016-2017 სასწავლო წელს - 8 012; ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს 10 074 სტუდენტი ჩამოვიდა.

ჯეოსტატის მონაცემებით, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოდის:

ინდოეთი - 3 824 სტუდენტი;

აზერბაიჯანი - 2 702 სტუდენტი;

ერაყი - 821 სტუდენტი;

ნიგერია - 337 სტუდენტი;

რუსეთი 257 სტუდენტი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება