სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქვეყნის წარმატებულ მომავალს თელავი Izrune.ge-სთან ერთად აშენებს
11-10-2018
-
+


დღეს, თელავის რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. 

დირექტორების თქმით, ნამდვილად მისასალმებელია მშობლის ჩართულობა შვილის სწავლა - განათლების მიღების პროცესში. მათი თქმით, Izrune.ge განათლებაში დღეს არსებულ რეალურ პრობლემას დიდწილად გადაჭრის და მშობლები მეტად ჩაერთვებიან შვილების საგანმანათლებლო პროცესებში. 

სკოლის დირექტორებმა, პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ერთ-ერთი სავარჯიშო ტესტი გაიარეს და აღნიშნეს, რომ სწავლების ეს სახალისო მექანიზმი მამოტივირებელი იქნება მოსწავლეებისთვის.

ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ...

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება