სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუმცირდება თუ არა 8 000-ზე მეტ მასწავლებელს საგაკვეთილო საათები და ანაზღაურება - კანონპროექტს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ
11-10-2018
-
+


სკოლებში სპორტის გაკვეთილების ჩატარების უფლება, შესაძლოა მხოლოდ იმ პედაგოგებს ჰქონდეთ, რომლებსაც უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება აქვთ მიღებული.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს მასშტაბით სულ 66,634 მასწავლებელი ფიქსირდებოდა. ამასთან „ბათუმელების“ მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ამ დროისთვის სპორტის გაკვეთილებს 10 000-ზე მეტი მასწავლებელი ატარებს, საიდანაც 8 000-ზე მეტი შეთავსებით სხვა საგნებთან ერთად ატარებენ სპორტის გაკვეთილს და მხოლოდ 2 000-ზე ოდნავ მეტი მასწავლებელია ისეთი რომელიც სკოლებში სპორტის გაკვეთილის გარდა სხვა საგნებს არ ატარებს.

ეს კი ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 8 000 მასწავლებელს საგაკვეთილო საათები და შესაბამისად ანაზღაურებაც შეუმცირდება.


ცვლილება „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალ კანონპროექტშია შესული, რომელსაც პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. კანონპროქტის მიზანი, მოსახლეობის გაჯანსაღება, ფიზიკური და გონებრივი განვითარების განვითარებული პიროვნების ფორმირების ხელშეწყობა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ამავე მიზნით, გაიზრდება სკოლებში სპორტის საათებიც. კანონპროექტში განსაზღვრულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდის (სპორტის საგანში) გაკვეთილის ჩატარების ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში არანაკლებ 4 საგაკვეთილო საათით. ამასთან, სპორტის საგანი სავალდებულო იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაც, რომლის სტანდარტებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს.

რა გეგმები აქვს განათლების სამინისტროს სპორტის არსებულ მასწავლებლებთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა იმ მასწავლებლების გადამზადება, რომლებსაც შესაბამისი განათლება არ აქვთ ამ კუთხით მიღებული თუ ახალი კადრები შევა სკოლებში აღნიშნული ინფორმაციას etaloni.ge სამინისტროსგან პასუხების მიღებისთანავე გაცნობებთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება