სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შავი ზღვის უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართა
04-10-2018
-
+


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ​ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ხელახლა განხილვას მოითხოვს და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართავს.

როგორც უნივერსიტეტის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პირველკურსელების მიღება ერთი წლით ვადით შეიზღუდა, კანონს ეწინააღმდეგება. 
 
„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღება, ასევე ნაცვლად 3 500-ისა, სტუდენტთა კონტინგენტი დაუმტკიცდა 2 500-ის ოდენობით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენს საჩივარში ვრცლად არის დასაბუთებული ის კანონდარღვევები, რომელიც ჩადენილი აქვს ავტორიზაციის საბჭოს“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. 
 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურისტის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტს საშუალება ექნება, პირველკურსელებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოაცხადოს. ამასთან აღნიშნავს, რომ მას სააპელაციო საბჭოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. 

„იმ შემთხვევაში, თუ საბჭო იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით, ცხადია, უნდა დაკმაყოფილდეს საჩივრის მოთხოვნა, რითაც შესაძლებელი იქნება სტუდენტთა მობილობის განახლება. საჩივარი დასაშვებად არის მიჩნეული და თვის ბოლოს ველოდებით გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვგეგმავთ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას“, -განაცხადა ადვოკატმა. 
 
etaloni.ge შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ აგვისტოს თვეში შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა 6 წლით მიანიჭა და ამავდროულად უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება ერთი წლით შეუჩერა, აღნიშნულის მიზეზად კი უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება დაასახელა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება