სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს
04-10-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მინისტრის თქმით, შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალ დირექტორს, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. 

განათლების მართვის მიმართულებით, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა და საკონსულტაციო მომსახურებას ეწეოდა როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს და ა.შ.

სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში. ამასთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო.

განათლების მიმართულებით, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში მას არაერთი პუბლიკაცია და სტატია აქვს გამოქვეყნებული.

სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, ის განათლების დოქტორია.

დღესვე ცნობილი გახდა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სსიპ-ების ხელმძღვანელთა კანდიდატების ვინაობაც:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - ბერიკა შუკაკიძე;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - ზვიად გაბისონია;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - გიორგი ვაშაკიძე.
თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება