სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თუ ცხოვრების გზაზე დაიღლებით, გახსოვდეთ, რომ მჯერა თქვენი შესაძლებლობების“ - ქუთაისის N36 სკოლის პედაგოგის ელისო აბესაძის მიმართვა მეოთხეკლასელებს
12-06-2026
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ემოციური და დასამახსოვრებელი ფურცელი გადაიშალა - მეოთხეკლასელები ლამაზი ღონისძიებითა და მადლიერების სიტყვებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. 

ამ ოთხწლიანი საგანმანათლებლო მოგზაურობის მთავარი გმირი და ბავშვების მეგზური პედაგოგი ელისო აბესაძე გახლავთ, რომელიც პირველკლასელ პაწაწუნებს, წლების წინ ამაყად შეუძღვა ცოდნის ტაძარში, გააცნო მშობლიური ანბანი, აზიარა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია გაუღვივა ემპათიის, გუნდურობის უნარები - ასწავლა მეგობრობა და თანადგომა.

ფოტოობიექტივმა ღონისძიებაზე არაერთი ემოციური მომენტი დააფიქსირა - ბავშვების გულწრფელი ღიმილი, მადლიერებით სავსე მზერა და რაც მთავარია, ის უდიდესი სიყვარული, რომელიც კლასში ოთხი წლის განმავლობაში ტრიალებდა.

ელისო მასწავლებელი ბავშვებს ემოციური მიმართვით დაემშვიდობა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი ოთხწლიანი ისტორია ბევრ ამბავს ითვლის... ოთხი წელი ეს უბრალოდ რიცხვი არ არის, აქ ბევრი სიყვარულია, ბევრი შრომაა და ხანდახან იმედგაცრუებით შეპარული ცრემლიცაა. ბევრი წარმატება და ბევრი ბავშვური მოგონებაა. ერთად გავიზარდეთ და პატარ-პატარა გამარჯვებების სიხარულიც ერთად ვიგემეთ.

ჩემო მხიარულო მოსწავლეებო, არასოდეს დაკარგოთ ეს სიხალისე და მარადიულად აცოცხლეთ თქვენში „ლაღი ბავშვი“. ცხოვრება ბევრ გამოცდას მოგიწყობთ, მაგრამ იყავით ძლიერები, მებრძოლები და სამართლიანები! ერთადერთი, ვისაც ამ გზაზე უნდა გაეჯიბროთ თქვენი დღევანდელი ვერსიაა „ხვალ“! იყავით უკეთესები!

მე თქვენ დღეს არ გემშვიდობებით! ახალ ეტაპზე გადასვლას გილოცავთ! მომავლის გზებს დაგილოცავთ! წადით, იშრომეთ, ისწავლეთ, იოცნებეთ და გიყვარდეთ! და თუ ამ გზაზე დაიღლებით, ყოველთვის გახსოვდეთ, ერთ საკლასო ოთახში არის მასწავლებელი, რომელსაც უპირობოდ უყვარხართ და სჯერა თქვენი შესაძლებლობების!

სიყვარულით, თქვენი პირველი მასწავლებელი”


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება