| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლიც მიზანია მომავალი თაობისთვის ჩვენი უახლასი ისტორიის გაცნობა და კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ სხვადასხვა აქტივობას თემაზე - „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მომავალ თაობაში ფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
სალხინოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გელა პაიკიძემ თემის შესახებ საინტერესო მოთხრობა დაწერა, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ.
„როცა აფხაზეთში დავბრუნდები“
(ო,აფხაზეთო,ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
შოთა ნიშნიანიძე)
2030 წელი. მაისი...
ჩემი ბავშვობა ისეთია, როგორიც წარმოგიდგენიათ საქართველოში. ჩვეულებრივი ცხოვრება: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, სკოლაში წასვლა, აფხაზურ ენაზე სიარული მოსამზადებლად და შემდეგ გამეორება...
მე, წარმოშობით, აფხაზეთიდან ვარ. ჩემი წინაპრები აქ გადმოვიდნენ ომის დროს. 16 წლის ვარ, დედ-მამა აფხაზი მყავს, ორივეს დავიწყებული აქვს თავიანთი კულტურა, ტრადიციები, იშვიათად საუბრობენ აფხაზურ ენაზე. მაგრამ მე - არა, ჩემი ბაბუა, თედო, სანამ მოკვდებოდა მასწავლიდა აფხაზურ ენას, მესაუბრებოდა წინაპართა ცხოვრებაზე, მათ კულტურასა და ტრადიციებზე, არასოდეს დამავიწყდება მისი სევდანარევი, აკანკალებული ხმის ტემბრი თხრობისას... თითქოს მისი თითოეული ნაოჭი აფხაზეთის მძიმე დღეებს ასახავდა. იშვიათად საუბრობდა, მუდმივად მშვიდ, დაფიქრებულ სახეს ღიმილი მხოლოდ წარსული, ბედნიერი დღეების გახსენებისას მოეფინებოდა. ამიტომ ვცდილობდი ხშირად მესაუბრა მასთან.
„აბა, ჩემო შვილიშვილო, კოტე, მისმინე, საინტერესო ამბებს მოგიყვები აფხაზეთზე. მართალია, შენს მშობლებს წარსული ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ შენ მაინც უნდა იცოდე ჩვენი წინაპრების ისტორია, გახსოვდეს, უსამშობლო ადამიანი ფესვებგამოცლილ ხეს ემსგავსება, ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება:- მეტყოდა ხოლმე თედო ბაბუ და საათობით მიყვებოდა ამბებს. ეს ამბები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ სულ ვუსმენდი.
ბაბუს ბოლო სურვილი იყო მისი ცხედარი აფხაზეთის მიწას მიმებარებინა და ცხოვრება მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში გამეგრძელებინა...ბაბუს გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ინტერესი სანატრელი, ჯერ არნანახი ულამაზესი მხარის, აფხაზეთის მიმართ...დღითიდღე იკიდებდა ფეხს ოცნებად ქცეული სურვილი ჩემში და მოსვენებას არ მაძლევდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემესრულებინა თედო ბაბუს სიტყვიერი ანდერძი...
ნაწილი 1: ნანატრი წამი
ეს დღე როგორც დანარჩენი ისე დაიწყო. დილით ადრე ავდექი, ვივარჯიშე, წავედი სკოლაში...
საღამოს ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ტელევიზორის საყურებლად ჩამოვჯექი, ჩავრთე ტელევიზორი და მოსმენა დავიწყე, უცებ საგანგებო რეჟიმში ირთვება „ახალი ამბები“ და ვგებულობ ახალ ინფორმაციას, დიდი ხნის შემდეგ, ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოსა და აფხაზეთს შორის კვლავ აღდგა კავშირი, მე აღარ მესმოდა როგორ, რატომ,რა მიზეზით ხდებოდა ეს სასწაული, თავში ფიქრთა კორიანტელი მქონდა...ჩამესმის: „დაე, აღსდგეს ის ხიდები, რომლებიც ომის დროს დაინგრა,დაე, ვიცნობდეთ ხალხს, რომლებსაც ჩვენ დაგვაშორეს, გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“
როდესაც სიხარულისაგან თავბრუდახვეულმა გონს მოვეგე, გავიქეცი რომ ჩემი მშობლებისთვის მეთქვა, მეთქვა ის, რომ ჩვენ შეგვეძლო დავბრუნებულიყავით ჩვენს მიწაზე, ადგილზე, სადაც ჩვენი ფესვებია.
– დედა, მამა, ძალიან კარგი ამბავი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში შეგვიძლია წავიდეთ.
მამაჩემმა თავი წიგნიდან არც კი ამოწია და მითხრა:
– რას გულისხმობ, ჩვენ ხომ უკვე ჩვენს ქვეყანაში ვართ.
– არა ,მამა, შეგვიძლია აფხაზეთში წავიდეთ, იქ ვიცხოვროთ ჩვენს მიწა-წყალზე.
ახლა დედაჩემმა თქვა:
– შვილო, იქ რა გვინდა? აქ კარგი ცხოვრება გვაქვს, კარგი მანქანა, კარგი სახლი, სამსახურები. იქ, რომ წავიდეთ უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი.
ამ პასუხებმა ჩემს აკიაფებულ თვალებში ვერ შეძლეს ნაპერწკლის ჩაქრობა, პირიქით თითქოს ეს ნაპერწკალი კიდევ უფრო გააღვივეს, ისეთი არასდროს ვყოფილვარ, რომ უკან დამეხია. საუბარს ვუგრძელებ მშობლებს:
–მაშინ შეიძლება მარტო მე წავიდე?
–მარტო შენ?! -დაიყვირა მამამ.
– კი, მამა, მარტო მე, უკვე 16 წლის ვარ და ფული შეგროვებული მაქვს, მინდა წავიდე.
–არა, არანაირად,შეწყვიტე ამაზე საუბარი. ჩვენ მივიღეთ, შევისისლხორცეთ ეს ქვეყანა, შენ ქართველი ხარ და არა აფხაზი! ჩენი ფესვებიც აქაა, ამიტომ აქ დარჩები.- მკაცრად მითხრა მამამ.
ვიცოდი მასთან ლაპარაკი ფუჭი დროის კარგვა იყო. ჩემს ოთახში ავედი და ფიქრი დავიწყე:
როგორ დამეღწია თავი მშობლებისგან,ან რითი წავსულიყავი და უცებ გამახსენდა თედო ბაბუს ავტოფარეხი, ვიცოდი შიგნით ეყენა მანქანა „ზაპოროჟეცი“, სანამ ბაბუა მოკვდებოდა ამ მანქანაზე მასწავლა ტარება. მისი გარდაცვალების შემდეგ, სიყვარულის ნიშნად, საგულდაგულოდ ვუვლიდი, ველოლიავებოდი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვესაუბრებოდი კიდეც ამ უსულო საგანს. ახლა კი სწორედ ის დრო იყო, როცა უნდა გამომეყენებინა. დავსახე გეგმა: ღამე გავიპარებოდი, მანქანას გავიყვანდი და აფხაზეთშიი წავიდოდი.
ნაწილი 2: ერთ ზურგჩანთაში ჩატეული აფხაზური ოცნება
დაბნელდა, მოვიდა ღამის 3 საათი. ჩუმად ავდექი, ჩანთა ჩავალაგე, ფანჯრიდან გადავძვერი და ავტოფარეხში შევედი. აფორიქებულმა ხელის კანკალით გავაღე კარი, მანქანას ხელი შევავლე, თითქოს ისიც გრძნობდა რომ განსაკუთრებული მისიით უნდა დაეტოვებინა წლების შემდეგ კუთვნილი ადგილი. დავჯექი, ვლოცულობდი, რომ მანქანა დაქოქილიყო. ჩემდა საბედნიეროდ დაიქოქა და გავუდექი გზას. გავცდი თბილისს, გავიდა რამდენიმე საათი, უკვე ის დრო იყო, რომ დედა ნავარჯიშებს შიგნით შემიყვანდა და სასმელს მაომევდა, სწორედ ამაზე ვიყავი ჩაფიქრებული, როცა დედამ დამირეკა და მკითხა:
–კოტე სად ხარ? გეძებ და ვერ ვპოულობ.
–დედა, გადავწყვიტე მეგობრისთვის გამევლო და ფეხით წავსულიყავი სკოლაში, არ ინერვიულო, ახლა გზაში ვართ. დედამ ეს ყველაფერი დაიჯერა და გამითიშა. კიდევ გავიდა რამდენიმე საათი, წესით სკოლიდან უნდა დავბრუნებულიყავი და რომ არ დავბრუნდი ისევ ველოდი ზარს დედისგან. ზარმა მართლაც არ დააყოვნა. მაგრამ ამჯერად არ ვუპასუხე, მივიჩქაროდი. ჩემი ასაკისთვის დიდი ვიყავი და ვიცოდი პატრული არ გამაჩერებდა. ვცდილობდი აღმედგინა ბაბუას მონათხრობიდან ადგილები, მოგონებები თანდათან ცოცხლდებოდა ჩემში, ირეოდა, მიჭირდა აზრებისთვის თავი მომეყარა, ცოტა ხნით შევჩერდი, დაღლილი უკანა სავარძელზე გადავედი და წავთვლიმე, ბაბუ მესიზმრა, ძალიან გახარებული იყო ახალი ამბით,დაწვრილებით მიხსნიდა ჩვენს სახლამდე მისასვლელ გზას. მევედრებოდა კვლავ ამეყვავებინა მისი სახლ-კარი, აღელვებულს გამეღვიძა, დამენანა რომ სიზმარი იყო... გადავჯექი საჭესთან და ისევ წინ წავედი, მართალია გზა არ ვიცოდი, მაგრამ ტელეფონი მქონდა და დღესდღეობით გზის გაკვლევა ადვილია. საზღვარზე მივედი, ძალიან დიდი საცობი იყო. ვხედავდი ბავშვებს, რომლებიც თავიანთ მშობლებთან ერთად მიდიოდნენ აფხაზეთში. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა აფხაზეთი, როგორ შვიგრძნობდი ზღვის ჰაერს, რას ვიგრძნობდი, როდესაც თედო ბაბუსგან აღწერილ ადგილებს ვნახავდი.
ბოლო ნაწილი: ოცნებები ხდება!
საბოლოოდ, ჩავედი იმ ადგილას სადაც უნდა ვიყო, კუთხეში, სადაც უნდა გავზრდილიყავი. პირველად სანაპიროზე წავედი, ბაბუა ამაზე ხშირად ლაპარაკობდა, რომ მივედი ეს ადგილი სამოთხეს ჰგავდა, პირველი ჩასუნთქვა და შევიგრძენი ჰავა, გულს თითქოს უნდოდა საგულედან ამოვარდნა, რა ვიგრძენი ამ მომენტებში ენით არ აღიწერება, ეს იყო ნამდვილი სიხარული.
შემდეგ წავედი იმ შენობებთან, რომლებზეც ბაბუა მეუბნებოდა. მისი მონაყოლისა და სხვა ხალხის დახმარებით მალევე მივაგენი იმ შენობას, სადაც თედო ბაბუა ცხოვრობდა, ჩვენი სახლისთვის პატრონობა სხვებს გაუწევიათ, ახალ მეპატრონეს ზოგი რამ შეუცვლია, გაუახლებია, მაგრამ მაინც იგრძნობოდა წლების წინანდელი ხელწერა ბაბუასი მის ეზოში, რომელიც ახალ მეპატრონეს შეგნებულად არ შეუცვლია. ეზო ბავშვებით იყო სავსე. ჩემი თვალები ხარბად ეძებდა ბაბუას მონათხრობიდან ნაცნობ ადგილებს...ვსახავდი გეგმებს თუ როგორ შევასრუებდი მის ანდერძს...
ეს შეგრძნება არ იყო უბრალოდ სახლში დაბრუნება, ეს იყო ჩემი აფხაზური ვენების გამოღვიძება დიდი ძილისგან.
მე იმ დღეს,საბოლოოდ, მივხვდი რომ ქართველები და აფხაზები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ერთად ყველაფრის მიუხედავად.
ავტორი: გელა პაიკიძე
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...