სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ - ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შემოქმედებითი გაკვეთილი 
30-03-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა თუ რესურსებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი მუსიკაში, რომელსაც მასწავლებელი მზია ცხადაია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ და მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, როგორ იყენებს მუსიკა ბგერებს პერსონაჟებისა და გარემოს შესაქმნელად. ასევე, ზღაპრული თემატიკის დახმარებით გაადვილებულიყო აბსტრაქტული მუსიკალური ცნებების - (ტემბრის, რეგისტრისა და დინამიკის) ათვისება.

გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მიდგომა.

სმენის აღქმის განვითარების მიზნით, მოსწავლეებმა მოისმინეს პ. ჩაიკოვსკის ნაწარმოები „გედების ტბა“.

ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით მუსიკა დაუკავშირდა სახვით ხელოვნებას - მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებში გამოხატეს.

მოისმინეს კლასიკური სასულე საკრავების - ფაგოტის, კლარნეტისა და ჰობოის - ჟღერადობა. საკრავების განსხვავებულმა ტემბრმა და ხმოვანებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა განწყობისა და პერსონაჟების შექმნას.

გაკვეთილი იყო შემოქმედებითი და კრეატიული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება