| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი სწავლებისას ხშირად მიმართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
ახლახან, ბიოლოგიის პედაგოგის - თეა შაინიძის ხელმძღვანელობით, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა გამართეს ინოვაციური და შემოქმედებითი კონფერენცია, თემაზე - „ადამიანის სხეულის უნიკალურობა – გენებიდან პიროვნებამდე“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები გენეტიკაზე, პიროვნულ განვითარებასა და ადამიანის სხეულის საოცრებებზე, ასევე ტექნიკასთან დააკავშირეს ორგანოები, საინტერესო მაგალითებით შექმნეს კედლის გაზეთები, სადაც ვიზუალურად წარმოაჩინეს სხეულის უნიკალურობა.
აქტიურად ჩართულმა მოსწავლეებმა აუდიტორიას შთამბეჭდავი პრეზენტაციები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბიოლოგია საინტერესო და მრავალფეროვანი საგანია.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი