სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეტას საჯარო სკოლის ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის თანაავტორობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა 
05-03-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტზე იმუშავეს. 

პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლებმა, ხათუნა ჯიქურმა (სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლა), თამარ სილაგაძემ (სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა), ხათუნა კრაველიძემ (სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ბედიანის საჯარო სკოლა) და სოფიკო ლეკიაშვილმა (სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა) ევროპული სასკოლო განთლების პლატფორმა eTwining-ის ფარგლებში განახორციელეს ერთობლივი პროექტი  სახელწოდებით - „განათლება თავისუფლებაა.

პროექტის მიზანს მოსწავლეებში განათლების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება წარმოადგენდა.

პროექტის პრეზენტაცია მარნეულის ამერიკულ კუთხეში შედგა, სადაც მოსწავლეებმა კომპიუტერულ პროგრამა - PowerPoint -ში აწყობილი პრეზენტაციები წარმაოდგინეს და თემასთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს.

მიმდინარე პრეზენტაციის დროს სიახლეს წარმოადგენდა Kahoot-ის (www.kahoot.com) პროგრამის გამოყენება.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია დარბაზის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, ხათუნა ჯიქურმა გააკეთა.

როგორც გეტას საჯარო სკოლის პედაგოგი გვეუბნება, Kahoot-ის გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ზრდას და გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახადა.

განათლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, მიღების მნიშვნელობაზე მოსწავლეებთან  ისაუბრეს მარნეულის ამერიკული კუთხის მენეჯერმა, მელე გულიევამ, გეტას საჯაროს სკოლის აქტიურმა მშობელმა და ბიბლიოთეკარმა, სევინჯ ჯალილოვამ, გეტას საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარამაზ ჯალილოვმა და „კავკასიის იურიდიული ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რეზო გასანოვმა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ინგლისურენოვანი სერტიფიკატები, ხოლო მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება