სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაჰან ტერიანი - ხელოვნებისა და წარმოსახვის პლატფორმაზე“ - განძის N2 საჯარო სკოლის მეხუთელკლასელების შემოქმედებითი გაკვეთილი
11-02-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ბავშვებს საშუალება აქვთ, საგანთა შორის ინტეგრაციით, მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

ამჯერად განძის N5 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც ცნობილი მწერლის, ვაჰან ტერიანის შემოქმედება არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედი სახვითი ხელოვნების „პირიზმიდან“ შეისწავლეს. 

აქტივობის თემა გახლდათ - „ვაჰან ტერიანი - ხელოვნებისა და წარმოსახვის პლატფორმაზე“

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მე-5 კლასის მოსწავლეებს, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელოვნების მეშვეობით, ახალი ხედვით გაეცნოთ მწერალი.

„გაკვეთილის მთავარი ნაწილი იყო შემოქმედებითი დავალება, რომელიც აერთიანებდა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებას: მოსწავლეებმა პაზლის სახით შეკრეს დიდი პოეტის პორტრეტი, რომელიც განთავსდა სკოლის დერეფანში, როგორც ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ნამუშევარი“, -  ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი ვანიკ თევანიანი, რომლის შეფასებით, ბავშვების ჩართულობამ და დაინტერესებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნება შეიძლება გახდეს სწავლის ეფექტური და შთამაგონებელი საშუალება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, იგრძნონ და აღიქვან დიდი მოღვაწეების შემოქმედება.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება