სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტახტზე ფიქრია იოლია დავითობაა ძნელი“ - ხეოთის საჯარო სკოლაში აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს
10-02-2025
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები იგებენ დამატებით ინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ და იფართოებენ თვალსაწიერს. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი ნებაძემ, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრის ჩართულობით ჩაატარა ღონისძიება - „ტახტზე ფიქრია იოლია დავითობაა ძნელი". აქტივობა დავითა აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიას, ასევე მოიზიეს და გააეცნენ შემოქმედებას, რომელიც სხვადასხვა დროის მწერლებმა დავითის საქებად და სადიდებლად შექმნეს.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს

წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება