სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და „ეკომოგზაურობა“
30-12-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. 

მათ შორის, 16 დეკემბერს, მეხუთე კლასში მორიგი ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს ტყეებში, მრავალფეროვან ბუნებაში „იმოგზაურა“ და „გაეცნენ“ ტყეს, როგორც დედამიწის მწვანე სამოსელს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები ერთმანეთს აქტიურად ენაცვლებოდნენ, სულმოუთქმელად საუბრობდნენ ბუნების სარგებლიანობისა და დანიშნულების შესახებ. ასევე, საკუთარი შემოქმედება ყველას გაუზიარეს, რაშიც ბუნების სიყვარული, მისი დაცვისა და გაფრთხილების სურვილი ჩანდა. მათ მოუწოდეს თანატოლებს, დარგონ ბევრი მცენარე, არ დაანაგვიანონ ქუჩები და ტყეები, ასევე, სეირნობის შემდეგ არ დატოვონ ანთებული კოცონი.

მოსწავლეები უსმენდენენ თანაკლასელებს და კითხვებს სვამდნენ, აინტერესებდათ მიღებული ცოდნის შედეგი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ინგა ჯალიაშვილი, ბუნებისმეტყველებისა და ზუსტი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი - ეთერ ტურავა და ბიოლოგიის მასწავლებელი - ლია სახელაშვილი.

„მოსწავლეებმა ყველაფერს ძალიან კარგად გაართვეს თავი, თითოეულის გამოსვლაში სწავლა, მუშაობა და პასუხისმგებლობა ერწყმოდა ერთმანეთს.

მოკლედ, ძალიან კმაყოფილებმა დავტოვეთ ენაჭიკჭიკა ბავშვების ღონისძიება. ამისათვის კი, დიდი მადლობა ბუნების პედაგოგს - მაკა ღიბრაძეს, რომელმაც ნამდვილად განსაკუთრებული შრომა ჩადო აღნიშნულ აქტივობაში. წარმატებები V კლასის მოსწავლეებს და მათგან კიდევ მრავალ ლამაზ პროექტს დაველოდებით“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება