სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდაჭარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა
27-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება - „ყველაზე ჭკვიანი 2024“ ჩატარდა. მასში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ საინტერესო, მხიარული და აზარტული იყო. გამოვლინდა გამარჯვებულიც, „ყველაზე ჭკვიანი 2024“ მე-10 კლასის მოსწავლე ანა შავაძე გახდა. მეორე ადგილი - თამუნა შავაძემ, ხოლო, მესამე ადგილი თიკა შავაძემ დაიკავა. 

გამარჯვებული მოსწავლეები, სკოლის დირექტორმა - იოსებ შავაძემ, სიგელებითა და სუვენირებით დააჯილდოვა.

სასკოლო ღონისძიებაში ყველა საგნის მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული, სწორედ მათ შეიმუშავეს კითხვები. ღონისძიება მუსიკალურად მე-5, მე-6 და მე- 7 კლასების მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის - ოთარ მელაძის ხელმძღვანელობით გააფორმეს.

„ვულოცავთ ბავშვებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც. ყველას დიდი მადლობა, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც, მონაწილეობისთვის, აქტიური მუშაობისა და ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება