| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ზრუნავენ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი ბავშვების ჩართულობას კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ახალისებენ, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება.
„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სასკოლო, საქალაქო და რეგიონალურ ტურებში.
1-ელ დეკემბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარებულ რეგიონულურ ტურში მონაწილეობდა ორი გუნდი - „ხელშეუხებლები“ და „ქლიქი“.
„ხელშეუხებლებში“ ირიცხებიან მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეები (დამრიგებელი: სოფიკო აბესაძე და თამარ თურქაძე).
გუნდის წევრები:
„ქლიქი“ კი დაკომპლექსებულია მე-10 კლასელებისგან (დამრიგებელი მანანა ქათამაძე).
გუნდის წევრები:
სკოლაში ახარებთ, რომ მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ ფინალურ ტურში წარმატებებს. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და მათ მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„გვჯერა, სუფთა სოფელი, ჯანსაღი გარემო და ბუნებაზე ზრუნვა საერთო საქმეა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ