| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N31 საჯარო სკოლაში STEM განათლების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და ამ მიმართულებით მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს - „STEM კლუბი 31“, რომლის წევრებიც საინტერესო აქტივობებში არიან ჩართულნი და მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების მიმართულებიც ცოდნას იმდიდრებენ.
30 ნოემბერს, სკოლის „STEM კლუბი 31“-მა დიდი წარმატება მოიპოვა სტემ ფესტივალის - „ჩხირკედელა 2“-ის მეორე ტურში.
კლუბის წევრებმა - მარიამ ათუაშვილმა, ელისაბედ ჩიქობავამ, ნიკოლოზ გულაშვილმა და ნიკოლოზ ლომთაძემ წარმატებით გაართვეს თავი ქიმიისა და ინჟინერიის გამოწვევებს და სკოლის გუნდი ფინალში გაიყვანეს.
მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ:
• სამახსოვრო მაისურები;
• საინტერესო პროექტების წიგნი;
• არდუინოს ნაკრები სპეციალურად ფინალისტებისთვის.
ასევე მასწავლებლის სახლის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სხვადასხვა სკოლის გუნდების ნამუშევრების გამოფენა, სადაც „STEM კლუბი 31“-მა წარადგინა კლუბის ყველაზე პატარა წევრის სანდრო გუჯაბიძის ნამუშევარი - „მცენარის დაცვა ლაზერით“.
კლუბის მენტორები არიან:
• ფიზიკა - თამარ ყირიმლიშვილი-დავითაშვილი;
• ქიმია - მანანა მათნაძე.
კლუბი დიდი მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ