სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
14-11-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, დაწყებითი კლასის და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, თემატიკიდან გამომდინარე წარმოადგინეს საშემოდგომო ღონისძიება დევიზით - „შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში“.

კლასის დამრიგებლების, მშობლების და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ოთახი გაფორმებული იყო საშემოდგომო ნობათით, მოსწავლეები კი, გამოწყობილები იყვნენ გლეხის გოგო-ბიჭების ფორებში.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ღონისძიება მიყავდათ მე-8 კლასის მოსწავლეებს. მე-3 კლასის მოსწავლეებმა: ნინო მჭედლიძემ, ელენე მაისურაძემ და ნინო მჭედლიძე შეასრულეს ცეკვა - „აჭარული“. 

ღონისძიების ორგანიზატორის დახმარებით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა ჩურჩხელების ამოვლების პროცესში. 

ღონისძიება დამთავრდა მხიარული ცეკვით -„ცანგალა და გოგონა“.

მასწავლებლებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორს და მონაწილე მოსწავლეებს ამ ლამაზი დღისთვის.

პირველი კლასი - ეკატერინე თედეშვილი; მე-2 კლასი - ნათია კაპანაძე; მე-3 კლასი - ლელა მჭედლიძე და ღონისძიების ორგანიზატორი - მე-8 კლასი - მაია რიჟამაძე.

სკოლაში ასევე მადლობას უხდიან მე-8 კლასის მოსწავლეებს: მარიამ გონგლაძეს, უნუკა მჭედლიძეს და მარიამ ფაფაკერაშვილს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება