სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, სრულიად სხვა, სინათლის მატარებელი ახალი თაობა მოდის“ - ზვიად ველიაძე, წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი 
14-11-2024
-
+


ზვიად ველიაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც განვითარება, წინსვლა, მიზნებისკენ სწრაფვა, სასწავლო პროცესში ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. სკოლაში თანასწორ გარემოს ქმნის, სადაც ყველა მოსწავლეს აზრისა თუ იდეების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს და პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, შესაძლებლობების რეალიზება შეუძლია. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ზვიად ველიაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თანაბარუფლებიან დამოკიდებულებებს და ერთობლივად შემუშავებული, შეთანხმებულ წესების ზუსტ შესრულებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- საერთო ფასეულებების და ინტერესების პოვნა და საგანმანათლებლო მუშაობის მათით სტიმულირება, წონასწორობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მიუხედავად სოციუმის არათავისუფალი გამოვლინებებისა და მასმედიის მეტწილ არაჯანსაღი გამოვლინებებისა, სრულიად სხვა, სინათლის მატარებელი ახალი თაობა მოდის.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- დადებითზე კონცენტრირების ოსტატობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ცვლილებების აუცილებლობა!

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ვაჟა ფშაველას ყველაფერი და ვეფხისტყაოსანი. შემდეგ კი სახარება... მათ გასაგებად კი მამარდაშვილს ვურჩევდი.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სირბილში თვალებშეხვეული შეჯიბრი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება