| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩრთულობით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. საკლასო ოთახში ლამაზი დეკორაციებით მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს. მათ ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„მათ ხვავი და ბარაქა უსურვეს დამსწრე საზოგადოებას, თბილი სიტყვებით გააცილეს მწიფე სურნელებით გაჟღენთილი შემოდგომა“,- გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„შემოდგომა: თბილი ფერები, ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება. ბუნების გაფერადება-დიახ! ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი თბილი ფერი. წითელი, ყვითელი, ოდნავ მწვანე. ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება. ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში ამბობენ, სწორედ ასე, ფერადი ფერებით გააფერადეს დღე დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი