| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები, ხელოვნებაში,სასკოლო პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
მათ დევების ქანდაკებები დაათვალიერეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი და ლაშის ვანის ღვთიშობლის სახელობის ეკლესია მოინახულეს.
მოსწავლეები გასვლით აქტივობაში პედაგოგ გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. ისინი დადებითი ემოციებით დაიტვირთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„მათ დაათვალიერეს დევების პალეოლოთიურ ნასახლარიდან რამოდენიმე ათეულ მეტრში არსებული დევების ქანდაკებები, ბიუსტები და ბარელიეფები. მოსწავლეები აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ უბისის მონასტერს ესტუმრებიან, რის შემდეგაც მიღებულ ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებს პრეზენტაციით გაგვიზიარებენ“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას