სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ“ - მიხეილ გიორგაძე
11-06-2018
-
+


„რამდენი რეგულაციაც არ უნდა შევიმუშაოთ, თუ თითოეული ჩვენგანი მას არ შეასრულებს, მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ,“- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კახეთში, ექსკურსიის დროს მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, რეგულაციები ბავშვების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შესახებ შემუშავებულია, თუმცა, სათანადოდ ვერ სრულდება. 

„თქვენ გახსოვთ ის ტრაგედია, რომელიც ქობულეთში რამდნეიმე წლის წინ მოხდა. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, კულტურის, სპორტის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს ძალიან მკაფიო რეგულაციები, რომელიც ეხებოდა ბავშვების ტრანსპორტით გადაადგილებას; გამყოლებთან დაკავშირებული კრიტერიუმები იყო შემუშავებული, მოზარდების განთავსება, დაზღვევა, გამყოლების, მეთვალყურეების და მშობლების ურთიერთობის მოწესრიგება. ანუ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ინცინდენტების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაგვეყვანა, თუმცა დამეთანხმებით, ალბათ, რომ რამდენი რეგულაციაც არ უნდა შევიმუშაოთ, როგორი ხისტი მოთხოვნებიც არ უნდა იყოს ამ რეგულაციების შესასრულებლად, თუ თითოეული ჩვენგანი მას არ შეასრულებს, თუ მშობელი არ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ სამარშრუტო ტაქსში ორჯერ მეტი ბავშვი მგზავრობს, თუ მძღოლი ან სატრანსპორტო კომპანია ტრანსპორტის გამართულობას არ უზრუნველყოფს, თუ პედაგოგი, სკოლის დირექტორი ამ რეგულაციების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას არ მიაქცევს ყურადღებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. გამოსავალი არის იმ წესების დაცვა, რომელიც ამა თუ იმ სფეროშია შემუშავებული. ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახებს“, - აცხადებს გიორგაძე.  

2 დღის წინ გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავარიას თბილისის ერთ-ერთი სკო­ლის მოსწავლე და სამი მშობელი ემსხვერპლა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი კა­ხეთ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე მიჰ­ყავ­და, ხევ­ში გა­და­ვარ­და.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია ექსკურსიებთან, ზოგადად - მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება