სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს დღე ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა... ვულოცავ ყველას“
16-09-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო. გთავაზობთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის მილოცვას:

დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ვულოცავ ყველას - მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში.

ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია, ბავშვებისთვის უზრუნველვყოთ თანაბრად ხელმისაწვდომი, ჯანსაღი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. ამ მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ეს დღე ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა, გადავუხადო მათ მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვისა და თავდადებისთვის.

მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს - სკოლებში სასწავლო პროცესის გამართულად, ხარისხიანად წარმართვის საქმეში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით. სწორედ თქვენი ხელშეწყობით ხდება შესაძლებელი სხვადასხვა სიახლისა და ინოვაციური მიდგომის დანერგვა სკოლებში, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი სკოლებში. ამ კუთხით, წელს ჩვენ არაერთ სიახლეს ვთავაზობთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს თვითრეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევუქმნათ.

მჯერა ჩვენი შვილების უსაზღვრო შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა სკოლაში მიღებულ ცოდნას ისევ სამშობლოს კეთილდღეობასა და განვითარებას მოახმარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება