სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი სიხარული ჩვენიცააა!“- მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
11-09-2024
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის თორმეტი კურსდამთავრებულიდან ცხრა სტუდენტია.

აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  • ტატო დიასამიძე;
  • მარიამ ხიდაშელი;
  • ნიკა ჭირაქაძე;
  • მარიამ მაჩიტიძე;
  • ანა თუთარაშვილი;
  • ირაკლი წაქაძე;
  • რომანი ცხადაძე;
  • ლუკა კაკაურიძე;
  • ნიკა ღიბრაძე.

სკოლაში ახალგაზრდების წარმატებით ხარობენ და იმედოვნებენ, რომ მათი მიღწევებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით მიმართავენ და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.  

„სასურველი, სანატრელი უნივერსიტეტების სტუდენტობას გილოცავთ კურსდამთავრებულებო. დიდი, საინტერესო გზის დასაწყისია თქვენი სტუდენტობა. დაუღალავი შრომითა და გარჯით უამრავ წარმატებას მიაღწევთ. თქვენი სიხარული ჩვენიცააა! გილოცავთ კიდევ ერთხელ სტუდენტობას, წარმატებები არ დაგლეოდეთ“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.

​აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება