სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი აპლიკაცია უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას გაუმარტივებს - გოგონათა გუნდი კონკურსის გამარჯვებულია
10-09-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებმა უსინათლოებისთვის უნიკალური აპლიკაცია შექმნეს და ტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვეს. 

საერთაშორისო კონკურსის - Technovation Girls ქართულ ფინალში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა - თამუნა წინალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შეიმუშავეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება. ამ უკანასკნელზე დამაგრებული კამერისა და აპლიკაციის სინთეზური მუშაობით კი, უსინათლო პირები გარემოში უსაფრთხოდ ორიენტირებას შეძლებენ.

გოგონათა პროექტი უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას გაუმარტივებს.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც – მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს 

აღსანიშნავია, რომ Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. 

ფერიის საჯარო სკოლაში გოგონათა წარმატება ახარებთ, გამარჯვებას ულოცავენ და მათ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება უსურვებენ. 

მოსწავლეთა პედაგოგი თამუნა გოგოლაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს და გოგონებს წარმატებას დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება