| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორ ფატმან ლაკლაკიშვილისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს, ამიტომ მომავალი თაობისთვის ეფექტურ სასკოლო გარემოს უზრუნველყოფს და სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ეფექტურ სასკოლო გარემოს, გამართულ ინფრასტრუქტურას, მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს სასწავლო გარემოსა და მის გარეთ.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ნუ დაანახებ სხვას შენს სისუსტეს!
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებთ ცხოვრებაში და მას მხოლოდ ანაზღაურების გამო არ შეასრულებენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ჰარმონიის და წესრიგის აღმოჩენა და მათი შეთავსება ცხოვრებაში.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლესთან ერთად ემოციებით გამოწვეულ სიხარულს.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ალექსანდრე ყაზბეგის - „ელეონორა“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- გამძლეობას ჩემს სფეროში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად