სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აშკალის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
11-06-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება ტარდება.

მათ შორის იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„1 ივნისს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში ბავშვებისათვის გასართობი და კულტურული ღონისძიებების მოწყობა საკმაოდ პოპულარულია. ასეთი მხიარული და საზეიმო განწყობა შეუქმნეს აშკალის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავიანთ მოსწავლეებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმის დაწყებამდე მოსწავლეებმა  ხელნაკეთი ნივთების, საკუთარი კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. შემდეგ მათ შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ბოლოს ჩაერთნენ მხიარულ სპორტულ თამაშებში. მოსწავლეებთან ერთად, თამაშებში ჩაერთნენ მასწავლებლებიც რამაც კიდევ უფრო მეტი საზეიმო და მხიარული გარემო შექმნა. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი - 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. ეს დღე განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება