სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ეკოაქტივობებით აღინიშნა
06-06-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა.

ღონისძიებას სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლიუბა ბულუდიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გამართეს აქცია, მსვლელობა, რომლის დროსაც სომხურ და ქართულ ენებზე მოუწოდეს მოსახლეობას გარემოს მოფრთხილებისა და სისუფთავის დაცვისკენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე ნაგვის  ხელნაკეთი ურნების გამოფენა მოეწყო. 

აქცია-მსვლელობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ორგანიზებით დასუფთავდა სოფლის ცენტრი, სათამაშო მოედანი და საბავშვო ცენტრი.

სასკოლო საზოგადოების გზავნილი გახლდათ - „მოუფრთხილდით გარემოს, დაიცავით ბუნება!“ 

სკოლაში ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდიან.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის გლობალური პლატფორმა გარემოსდაცვითი საზოგადოებისათვის და ამ დღესასწაულს მილიონობით ადამიანი ზეიმობს მსოფლიოში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება