| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები თუ დირექცია მხარს უჭერენ სპორტით დაინტერესებულ მოსწავლეებს და მათი წარმატებით ამაყობენ.
ამჯერად, სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მე-8 კლასის მოსწავლეების წარმატება.
სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, მკლავჭიდში ევროპის 33-ე ჩემპიონატი ჩატარდა, მასში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბათუმის N25 საჯარო სკოლის მე-8 კლასში სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
მეორე ადგილი - ლიზი დიასამიძე, U15 ორივე მკლავში, ვერცხლი;
მესამე ადგილი - ეკა მაკარაძე, U15 მარცხენა მკლავში, ბრინჯაო.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეების მიღწევით.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი