სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამშობლო დედაო ჩვენო“ - პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული კვირეული სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში
05-06-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე დაიგეგმა კვირეული „სამშობლო დედაო ჩვენო“, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა.

კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის გაცნობას, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებას, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებას.

სკოლაში, V-VI კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიცია. 

საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებმა მოამზადეს საკონფერენციო თემები საქართველოს დამოუკიდებლობაზე. აღნიშნულ კონფერენციაში სკოლაში არსებული ყველა საგნობრივი კათედრა ჩაერთო. 

დამოუკიდებლობის თემაზე მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს კედლის გაზეთები, ბუკლეტები, შექმნეს ნახატები. დასკვნით ეტაპზე ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

გუნდს წევრებს გადაეცათ სიგელები.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება