სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
05-06-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სიღრმისეულ განათლებას იღებენ, ცოდნასა და უნარებს კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებზე წარმატებით წარმოაჩენენ. 

2 ივნისს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (მარი ჭიჭაღუა, მარი ნარუშვილი, ლუკა ფიფია) მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში (დასავლეთ კონფერენცია) გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი 2024“ ქიმიაში.

კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარადგინეს თემა - „სოფელ საჩინოს ბუნებრივ წყლის ობიექტებში წყლის სიხისტის განსაზღვრა“. 

კონფერენცია მოიცავდა პლენარულ და სტენდურ მოხსენებებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები ზუგდიდის, ხობის, ბათუმის, აბაშის, მარტვილის, ბაღდათის, ხარაგაულის, ხაშურის, ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტებიდან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავს აქტივობებში მოსწავლთა მონაწილეობა ხელს უწყობს  ზეპირი პრეზენტაციის, თვითდაჯერებულობის, საჯაროდ გამოსვლის, აუდიტორიის ფლობის, მოსმენის, დისკუსიის, არგუმენტირების და სხვა უნარების განვითარებას.

მოსწავლეთა ხელმძღვანელი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი ანნა წულაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება