| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან, აღსანიშნავია, ისიც, რომ პედაგოგები მოსწავლლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს ზეიმობენ.
ცხადია სკოლაში არც ეროვნული სამოსის დღე დარჩენილა აღნიშვნის გარეშე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება დაუვიწყარ, წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება მოსწავლეთა გონებაში.
სკოლის ადმინისტრაციისა და ინკლუზიური განათლების კათედრის თაოსნობით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა, ქართული ჰიმნის თანხლებით და სახელმწიფოს გაშლილი დროშებით მოაწყვეს მსვლელობა.
მსვლელობის, შემდეგ მე-5გ კლასის პედაგოგმა - მაკა ჯანელიძემ და მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „ქართული ეროვნული სამოსის ისტორია“.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი