სიახლეები
სკოლები

„უძველესი დროის ქართული საცხოვრისები, როგორც ერის მენტალიტეტის ტიპიური სახე“ - შემეცნებითი პროექტი ბანოჯის საჯარო სკოლაში 
04-06-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებას. 

ამის დასტურია, X კლასში მიმდინარე პრეოქტული სწავლება  - „უძველესი დროის ქართული საცხოვრისები, როგორც ერის მენტალიტეტის ტიპიური სახე“, რომლის ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ყანჩაველი გახლავთ.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეებმა თავად აირჩიეს ეს თემა, რომელიც მასთან ერთად გაწერეს პროექტად. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი საგნების: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების,  ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნების, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტ-ის ინტეგრირებით გაიმართა. 

პროექტის მიზანი კი იყო - კაცობრიობის ისტორიაში ქართველთა, როგორც ეთნოსის ისტორიის, გენეტიკური კოდი კვლევა საცხოვრისის მიხედვით.

მოძიებული მასალის და ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლეს მშობლიური რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სხვადასხვა ფორმით (ესსე, ბუკლეტი, ფლაერი) წარმოჩენა/წარდგენა და მათი პოპულარიზაცია ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

პროექტის სამუშაო თემები გახლდათ: 

საცხოვრისი, სახლი, როგორც ადამიანის ხასიათის, ტრადიციის, მენტალიტეტის, კულტურის სახე (ხელოვნება);

ლანდშაფტი და გარემო საცხოვრისის დაგეგმვაში (ბუნება, გეოგრაფია);

ისტორიული კუთხეები და მახასიატებლები  -  სახლი, როგორც ქართველი კაცის ციხესიმაგრე.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: მოსწავლეები გაეცნონ მშობლიური ერის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მოიცავს როგორც ქართული, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები კუთხეების წარმომადგენელთა ხასიათს, წეს-ჩვეულებას.

გააცნობიერონ კულტურული მემკვიდრეობის  მნიშვნელობა და დაცვა;

სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეძლონ ინფორმაციის მოპოვება  სხვადასხვა ეპოქის, კულტურის, სტილის მხატვრული თავისებურებების კვლევა, ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება.

მოძიებულ ინფორმაციასა და კვლევის შედეგებზე, ასევე, სხვა საგნებში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეძლონ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საინტერესო ფორმების მოფიქრება, სარეკლამო ხასიათის ბუკლეტის/ფლაერის, პლაკატის, საფოსტო ბარათის თუ სხვა ამდაგვარი პროდუქციის შექმნა, შეავსოს ინფორმაცია  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

პროექტის ფარგლებში დირექტორის - ნინო წილოსანის ორგანიზებით, დაიგეგმა და განხორციელდა ძალიან საინტერესო გასვლითი შემეცნებითი ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოსწავლეები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ და აღნიშნეს, რომ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ  პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.

მოსწავლეებმა იმაზეც ისაუბრეს, რომ მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: გურია, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი.

სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ქართველთა საცხვორისებს, გადაიღეს ფოტოები და ჩაიხატეს ესკიზები. გასვლით ღონისძიებაში ჩართული იყო ინგტეგრირებული საგნების ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნების,  ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტი პედაგოგები.

სკოლაში ამ პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს  გენადი ბალანჩივაძეს.

შემდეგი გაჩერება უფლისციხე გახლდათ, მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოში, რომელიც მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები -  ნაანახმა მოსავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს, ინტერესით გაეცნენ ამ ადგილს და სიამოვნებით შეისწავლეს საკვლევი ობიექტი. 

მოსწავლეებმა „იმოგზაურეს“ ანტიკურ საქართველოში და ბოლო გაჩერება იყო  ნიკა ვაჩეიშვილის მარნი. 

ბავშვებმა მონაწილოება მიიღეს შოთი პურის ცხობის მასტერკლასში, ისინი გააოცა ნიკა ვაჩეიშვილის მიერ დაწურული ადგილწარმოშობის ღვინის „ატენურის“ ეტკიკეტმა -  მარჯვენა ცერის ანაბეჭდმა, რომელიც მტევნის მარცვალს ჰგავს.

„საქართველოში პირველია ვირტუალური მარნის იდეაც, სივრცე, სადაც ყველა კედლის მხარეს საქართველოში მოგზაურობ, ქვიშაზე დანათებული ლაზერი კი დაუჯერებელ რელიეფებს ქმნის“-, ასე შეაფასეს სკოლაში ადგილი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. 

სკოლაში მადლობა გადაუხადეს ნიკა ვაჩეიშვილს მასპინძლობისთვის ატენის ხეობის სასწაულ სამყაროში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

სკოლის ექსკურსიაზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა - „შვიდივე დაშავებული მოსწავლეა“...

„სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო. ამავდროულად სამინისტრო ჩემთან წყვეტს კონტრაქტს“ - თეა ძოწენიძე

პიროვნება
მომავალში ბევრი რამ შეიცვლება თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.      

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

სკოლები

ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  შემეცნებითი და მხიარული გასვლითი ღონისძიება მოეწყო

 

გამოცდების მიზანია არა მხოლოდ აკადემიური შეფასება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის გააზრება 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა ბიბლეისტიკის თემაზე ლექცია ჩაატარა

ბახვის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარი საგანმანათლებლო ექსკურსია ჰქონდათ

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პირველი მასწავლებელი სამუდამოდ დარჩებათ მეხსიერებაში...
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები
საზოგადოება