სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ დავთმობ მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“- ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
04-06-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდასა და ეროვნული ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის დასტურია ღონისძიება, „არ დავთმობ მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“, რომელიც სკოლაში, საქართველოს მიეძღვნა. მას კლასის დამრიგებელი ნათია ჯაჯანიძე ხელმძღვანელობდა.

„საქართველოს სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველა დღე და ყველა სასწავლო წელი  ლემშვენიერას საჯარო სკოლაში“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, თემატური სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ბევრის მთქმელია დღევანდელი დღე, ამ პატარა გოგო-ბიჭების წაკითხული ლექსები, ცეკვები, სიმღერები ერთმანეთს ენაცვლებოდა. საქართველო იყო მთავარი თემა, ხმაში ბზარი ეტყობოდათ, როცა აფხაზეთს ახსენებდნენ. ბევრის მთქმელია მათი ცეკვები, როცა ყველა ერთროულად არტყამდა ფეხს იატაკზე, თითქოს ეს ხმაც აფხაზეთამდე აღწევდა. ამტკიცებდნენ, რომ საქართველო ჩვენია!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

ღონისძიებაში ასევე, მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

დირექტორი თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ასეთი აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

„ბევრის მთქმელია ეს დღე იმიტომაც, რომ მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი სამკუთხედად იყვნენ შეკრული… დიდი მადლობა ღონისძიების „არ დავთმობ მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!”ავტორს, კლასის ხელმძღვანელს - ნათია ჯაჯანიძეს, დღევანდელი დღისთვის, რომელმაც მშობლებისგან ოქროს სიგელი დაიმსახურა“, - აღნიშნავს დირექტორი გულნაზ ჭელიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება