| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება მოსწავლეებსა და პედაგოგების შემართება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
ამის ნათელი მაგალითია, 31 მაისს, სკოლაში გამართული საინტერესო და ამაღელვებელი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
ბავშვები გულწრფელი ემოციებით კითხულობდნენ გალაკტიონის, ოთარ ჭილაძის, მირზა გელოვანის, შანდორ პეტეფისა თუ პეტრე კოლხის ლექსებსა და ცნობილი ადამიანების სატრფიალო წერილებს.
ლიტერატურულ კომპოზიციას ალამაზებდა და ავსებდა მოსწავლეების მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული მუსიკის შედევრები და ქალაქური სიმღერების ჰანგები.
ქართულმა ცეკვამ და კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოების შესრულებამ კი, მეტი ხიბლი შესძინა ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ ამ დაუვიწყარი დღის შემოქმედნი მოსწავლეებთან ერთად არიან ნათია ღლიღვაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ნინო ივანიშვილი მუსიკის პედაგოგი.
სკოლაში პედაგოგებს განსაკუთრებული მადლობას უხდიან ამ დღის გალამაზებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი